RPA - პროცესების რობოტიზაცია
შემაფერხებელი და მოუქნელი პროცესები
კონკურენტუნარიანობის მატებასთან ერთად ორგანიზაციებს უწევთ მომსახურებაზე ორიენტირებულ სამუშაო მოდელზე მოქნილი გადართვა. მსგავსი ტიპის პროცესზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მომხმარებელთა მოთხოვნების ზრდაში მდგომარეობს.
თანამედროვე ტენდენცია გვიჩვენებს, რომ მომხმარებელს სურს მომენტალურად მიიღოს ნებისმიერი სახის პროდუქტი თუ მომსახურება. შესაბამისად, აქვთ მოლოდინი რომ ყოველგვარი სერვისი მიიღონ მარტივად, სწრაფად და ეფექტურად. ეს ყველაფერი ბიზნესისათვის ქმნის დამატებით გამოწვევებს და საჭიროებს დამატებით ხარჯებსა თუ ინვესტიციებს. ბიზნეს პერსპექტივიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ზემოხსენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის ხარჯეფექტური და ხშირ შემთხვევაში უხარისხოა.
გამოწვევები დიგიტალიზაციის კუთხით საკმაოდ მრავალრიცხოვანია და განსხვავდება ბიზნესის სპეციფიკის მიხედვით. ყველაზე რთული ასპექტი, რომელიც ყველა სფეროს თანაბრად ეხება, არის რუტინული და განმეორებადი დავალებების სიმრავლე, რასაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს კომპანიის საერთო პროდუქტიულობაზე.
მსგავსი გამოწვევების აკუმულირებამ შესაძლოა საკმაოდ მძიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს უშუალოდ ბიზნესზე როგორც მოკლე, ისე საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.


როგორ გავუმკლავდეთ ამ ამოცანებს
ბიზნეს პროცესების რობოტიზაცია იმ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომელთა საშუალებითაც კომპანიებს შეუძლიათ პროდუქტიულობის მკვეთრი ზრდა და ზემოხსენებული პრობლემების მარტივი გადაჭრა.
პროცესების რობოტიზაცია (RPA) თანამედროვე და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. სისტემა ახდენს რუტინული და განმეორებადი პროცესების ავტომატიზაციას. ასეთ პროცესებში შედის საკითხები, როგორებიცაა რეპორტის შექმნა, ინვოისების დამუშავება, ელ-ფოსტის ავტომატიზაცია, მონაცემთა გადაადგილება და სხვა.
რობოტები და ზოგადად RPA ტექნოლოგია შესამჩნევი სარგებელის მოტანასთან ერთად, საკმაოდ დიდ კონკურენტულ უპირატესობას იძლევა ორგანიზაციისათვის. სწორედ ამ მიზეზით, დღესდღეობით ავტომატიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.
პროგრამული რობოტი ერთგვარი ციფრული თანამშრომელია, რომელიც ყოველგვარ დავალებას ავტონომიურად ასრულებს, მუშაობს 24/7-ზე და არ უშვებს არანაირ შეცდომას. შედეგად თავისუფლდება დიდი დროითი რესურსი, რომლის გამოყენებაც მეტად ღირებულ და სტრატეგიულ საკითხებზეა შესაძლებელი.
რა სარგებლობა მოაქვს რობოტს?
RPA ტექნოლოგიის დანერგვა სხვა დანარჩენ სიკეთეებთან ერთად ხარჯეფექტურიცაა! რობოტებში ჩადებული ინვესტიცია უმოკლეს ვადებში ამართლებს თავს, რადგან სისტემა უწყვეტ რეჟიმში ამცირებს კომპანიის ხარჯებს. ქვემოთ მოცემულია RPA ტექნოლოგიის სარგებლისა და უპირატესობების არასრული ჩამონათვალი:
- პროდუქტიულობის ზრდა პროცესების დაჩქარებით;
- ადამიანური რესურსის ღირებულების მომტან საქმიანობაზე გადართვა;
- ხარჯების შემცირება რუტინულ ოპერაციებზე;
- მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება;
- შეცდომის შემცირება - 100%;
- სენსიტიურ მონაცემებზე წვდომის შეზღუდვა;
- არ საჭიროებს პროგრამირების ცოდნას.
UiPath მსოფლიო ლიდერი კომპანიაა პროცესების რობოტიზაციის სფეროში. 2005 წელს შექმნილი 10 კაციანი გუნდი დღეს 7 მილიარდის ღირებულების ბრენდს წარმოადგენს, რომელსაც ენდობა 6000+ მომხმარებელი მსოფლიოს მოწინავე კომპანიებიდან.
