ვინ ვართ ჩვენ

Zeptos არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს IT და საკონსულტაციო მომსახურებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ ვფოკუსირდებით რობოტულ ავტომატიზაციასა და გაციფრულებაზე.

 

Zeptos-ის გუნდი 2019 წლიდან არის NGT ჯგუფის ნაწილი, რომელიც არის IT ინდუსტრიაზე ორიენტირებული კომპანია. NGT აწვდის პროდუქტებს და პრობლემების გადაჭრის გზებს საცალო ვაჭრობის, საბანკო, საჯარო, ჯანდაცვისა და სხვა ინდუსტრიებს. ის წარმოადგენს 15-მდე ყველაზე გამორჩეულ და წარმატებულ მრავალეროვნულ კომპანიას თავის სფეროში. NGT ჯგუფი არის ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს 6 სხვადასხვა ორგანიზაციას და ბრენდს.

 

Zeptos წარმოადგენს ორ წამყვან საერთაშორისო ბრენდს საქართველოში (UiPath, ABBYY). ჩვენმა ექსპერტებმა პირველებმა შემოიტანეს ეს ტექნოლოგიები საქართველოში.

 

ჩვენ გვაქვს გამოცდილება 8 ინდუსტრიაში: ჯადაცვა, საცალო ვაჭრობა, ბანკინგი, ფინანსები, მედია, კომუნიკაციები, საჯარო სექტორი და HR.

 

ჩვენი გუნდი აავტომატიზირებს რუტინულ სამუშაოებს: ეხმარება კომპანიებს დროისა და ხარჯების დაზოგვაში, პროცესების ოპტიმიზაციაში. ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ შემდეგი სახის პროექტები:

 

  • სამედიცინო პორტალების ინტეგრაცია, მათ შორის C  ჰეპატიტის კვლევისა და მონიტორინგის ფარგლებში კვლევების შედეგების სამედიცინო პორტალზე შეტვირთვა და Covid-19 პანდემიის დროს Covid-19 ტესტის შედეგების პორტალზე ატვირთვა.
  • მონაცემთა მოპოვება (ვებიდან, PDF-დან, ელ. წერილებიდან და სხვა), ტრანსფორმაცია და შენახვა საეთერო განრიგის შესადგენად.
  • სკანირებული მონაცემების გაციფრულება და ციფრული არქივების შექმნა (სურათებიდან, PDF-ებიდან და ა.შ. ABBYY-ის გამოყენებით);
  • ჰარდვეარისგან (შლაგბაუმი და კამერები) მიღებული მონაცემების დამუშავება და ვალიდაცია.
  • საბანკო პროცესების ავტომატიზაცია, როგორიცაა გზავნილების განაღდება, განვადების ვაუჩერების განაღდება და სხვა.
  • eSim-ების აქტივაცია.
  • საჯარო სექტორში შიდა სოფტების ინტეგრაცია და მონაცემების ვალიდაცია.